კოკოითი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს სტუმრობს
სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც 1 ნოემბერს რესპუბლიკის მეთაურს მუსტაფა ბატდიევს შეხვდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი“.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ვიზიტი კოკოითის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოგზაურობის ნაწილია. იგი უკვე ესტუმრა ჩრდილოეთ ოსეთის და ყაბარდო-ბალკარეთის რესპუბლიკებს.
საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, 2 ნოემბერს ედუარდ კოკოითი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან გამართავს მოლაპარაკებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)