კოკოითმა უშიშროების კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უშიშროების დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელად ბორის ატოევი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ნიკოლაი დოლგოპოლოვი შეცვალა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ბორის ატოევი ადრე ყაბარდო–ბალკარეთში, მოსკოვსა და ავღანეთში უშიშროების სამსახურში მუშაობდა.

საკადრო ცვლილება სამხრეთ ოსეთში 12 ნოემბერს დაგეგმილი ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის წინ განხორციელდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)