თბილისის გარნიზონი რუსულმა სამხედრო ტვირთმა დატოვა
ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების თბილისში განლაგებული შტაბის სამხედრო აღჭურვილობით დატვირთულმა 25-ი ვაგონიანმა ეშელონმა დღეს საქართველოს ტერიტორია დატოვა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბი სრულად საქართველოს 25 დეკემბრამდე დატოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)