პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
19 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება, სადაც თავის თურქ კოლეგას აჰმედ ნეჯეთ სეზერს პირისპირ შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ასევე დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრთან ქურშად თუზმენთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულა გიულთან.
20 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი თურქ ბიზნესმენებსა და თურქეთის ეროვნული კრების თავჯდომარეს ბიულენთ არინჩს შეხვდება. ამავე დღეს საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის ბოლო დღეს, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ ტაიფ ერდოგანთან გამართავს შეხვედრას.
სავარაუდოდ, ვიზიტის ფარგლებში განიხილება შაჰდენიზის პროექტში თურქეთის წილიდან 2007 წლიდან საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მოწოდების საკითხი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)