ბაღაფში მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე საუბრობს
სოხუმი მოსკოვთან მოლაპარაკებებს მართავს საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ინტერვიუში, რომელიც 20 დეკემბერს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, რუსმა სპეციალისტებმა უკვე შეამოწმეს სოხუმის მახლობლად ბაბუშერას აეროპორტი და დაადასტურეს, რომ ის მზადყოფნაშია ფუნქციონირების დასაწყებად.
ბაბუშერას აეროპორტის ამუშავება იქნება “მნიშვნელოვანი ნაბიჯი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის შეწყვეტისაკენ“, – განაცხადა ბაღაფშმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)