თბილისის რუსული სამხედრო გარნიზონის გაყვანის პროცესი დასრულდა
რუსულ და ქართულ მხარეებს შორის დღეს ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის შენობის თავდაცვის სამინისტროსთვის გადმოცემის შესახებ აქტი გაფორმდა.
ამით დასრულდა თბილისის გარნიზონის საქართველოდან გაყვანისა და შენობა–ნაგებობების ქართული მხარისათვის გადმოცემის პროცესი.
ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის უფროსის ანდრეი პოპოვის განცხადებით, 25 დეკემბრიდან თბილისში არც ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე აღარ იქნება.
მისი თქმით, შტაბის 13–კაციანი შემადგენლობა ბათუმში რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდება და ორგანიზებას გაუწევს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს, რომელიც 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
“ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი“, – განაცხადა დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)