ბურჯანაძე: გაზის ტარიფის მყისიერი ზრდა არ იგეგმება
“გაზის ტარიფის მყისიერი“ ზრდა არ იგეგმება”, განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რიგგარეშე სხდომაზე.
“თუმცა როდესღაც ტარიფის ზრდა როგორც საწარმოებისთვის, ისე სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის მოხდება. მსოფლიოში ყველგან მატულობს გაზის ფასი და საქართველო ვერ დარჩება ქვეყანად, სადაც ხელოვნურად იქნება მუდმივად ეს ფასი შენარჩუნებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი ინფორმაციით, როდის დაიწყება ტარიფის მომატება,მოსახლეობის რა კატეგორიას შეეხება ეს და რა რაოდენობით გაიზრდება – ამაზე ჯერ მთავრობას საბოლოო პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.
“თუ იქნება გადაწყვეტილება [ტარიფის მომატებაზე] მიღებული, ეს გადაწყვეტილება მიიღება ისე, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული და ხელშეუხებელი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ნება“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)