პრეზიდენტი: საქართველო რუსულ გაზზე უარს იტყვის, როცა შაჰ–დენიზის გაზს მიიღებს

27 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანი იქნება როგორც კი შაჰ–დენიზის ჭაბურღილზე ტექნიკური პრობლემების მოგვარდება.


ქართველს ბიზნესმენებთან საუბრისას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამად მაღალი ფასის გადახდა უწევს რუსულ გაზში.


“მაგრამ როგორც კი დაზიანება აღმოიფხვრება შაჰ–დენიზის გაზსადენზე ერთ თვეში ან თვე ნახევარში, ჩვენ აღარ დაგვჭირდება რუსული გაზი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“გაზპრომმა“ უკვე მოაწერა ხელი ძირითადად ერთწლიან კონტრაქტებს საქართველოში მოქმედ ოთხ კომპანიასთან 2007 წელს მთლიანობაში 1,45 მლრდ კუბამეტრი ბუნებრივი აირის მოწოდების თაობაზე.


მხოლოდ “ყაზტრანსგაზ–თბილისმა“, კომპანიამ რომელიც გაზით უზრუნველყოფს თბილისს, “გაზპრომთან“ სამთვიანი კონტრაქტი გააფორმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)