სააკაშვილი: საქართველო მიაღწევს წარმატებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მართლმადიდებელ მორწმუნეებს შობის ღამეს განუცხადა, რომ საქართველო აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და არ არსებობს ძალა, რომელიც საქართველოს დაამარცხებს.


“დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა… და დღევანდელ დღეს, მე მინდა პატივი მივაგო მათ ხსოვნას, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და ასევე პატივი ვცე მათ, ვინც ამჟამად მსახურობს და მზად არის თავი შესწიროს თავის სამშობლოს. ამ ხალხის წყალობით, ჩვენ მივაღწევთ წარმატებას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)