ეროვნულ გვარდიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
თავდაცვის მინისტრის ბრძანებულების საფუძველზე ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსად სახელმწიფო ჯარების მე–4 ქვეითი ბრიგადის მეთაური ნიკოლოზ ჯანჯღავა დაინიშნა.
ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დეპარტამენტის უფროსი აკაკი ბობოხიძე იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)