თურქეთის პრემიერ–მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევიან
თურქეთის პრემიერ–მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოგანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს 7 თებერვალს ესტუმრებიან, განაცხადა დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ.
მან ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლადაშენებული საერთაშორისო აერპორტის დათვალიერების დროს აცნობა.
“ჩვენ ვგეგმავდით [აეროპორტის] გახსნას 25 იანვარს, მაგრამ შეიცვალა გარემოებები იმიტომ, რომ 7 თებერვალს საქართველოში ჩამოდის თურქეთის პრემიერ–მინისტრი ერდოგანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და სწორედ სამი ქვეყნის პირველი პირები ერთად გახსნიან აეროპორტს“, – განაცხადა არველაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)