საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
დღეს ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი გედიმინას კირკილასი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს, იტყობინება ლიტვის მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში გედიმინას კირკილასი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს, პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოფიციალურ პირებს.
შეხვედრებზე განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)