ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე თბილისს ეწვევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე იორან ლენმარკერი 6 თებერვალს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.


იორან ლენმარკერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ ზურაბ ნოღაიდელთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ასევე არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლებთან.


ვიზიტის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ეუთოს როლი საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)