აფხაზური დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს

აფხაზური დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 12-13 თებერვალს ჟენევაში გაეროს ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებში. ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


6 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აფხაზური დელეგაციის მონაწილეობა გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში იმ მოტივით, რომ გალის რაიონში დაძაბულობის ზრდის ფონზე აზრი არ ჰქონდა ქართულ მხარესთან ნდობის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას.


თუმცა ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების დამატებითი მოტივაცია იყო ის, რომ ჟენევაში მეგობარი ქვეყნების (გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი)წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია ქართული მხარის მოქმედებებთან დაკავშირებით.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)