სააკაშვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გეგმებზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონში ახალი ნავთობგადადამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება.


”უახლოეს წლებში მარტო სამეგრელოს რეგიონში პორტებთან და სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჩვენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ვიწყებთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა საკითხის დეტალებზე არ უსაუბრია.


სუფსაში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს უკვე აქვს ნავთობტერმინალი. მეორე ნავთობტერმინალი, რომლის მშენებლობაც თითქმის დამთავრებულია, ყულევში მდებარეობს, ასევე სამეგრელოს რეგიონში. ნავთობტერმინალი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ასევე ფუნქციონირებს ბათუმში.    


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება ზუგდიდში გააკეთა, სადაც თხილის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის ”აგრონათსის” გახსნას დაესწრო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ამ პროექტისთვის 4 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამ თანხაში შედის კრედიტი და ბანკის მიერ კომპანიის აქციების 15%-ის შეძენა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)