ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა

დღეს ქართული დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის ხელმძღვანელობით ჟენევაში გაემგზავრა, სადაც 12-13 თებერვალს გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზურ დელეგაციას ჟენევაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს.


”კონსულტაციების მიმდინარეობის პროცესში ქართული მხარე შეეხება იმ ძირითად პოზიციებს, რომელიც ხელს შეუწყობს ორმხრივი დიალოგის სრულფასოვან ამოქმედებას, უსაფრთხოების გარანტიის და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოსაყალიბებლად, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას”, – ნათქვამია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ”ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნების საკითხს”. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)