ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს ესტუმრება

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი 12-18 თებერვალს საქართველოს ეწვევა, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული ვითარება შეაფასოს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში, იტყობინება ევროპის საბჭო.  


თბილისში ვიზიტის დროს ევროპის საბჭოს კომისარი ქვეყნის ხელმძღვანელობას, პარლამენტარებს და ადამიანის უფლებათა დამცველებს შეხვდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ვიზიტების დროს იგი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.


ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამარბერგი შეაფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ ეროვნული უმცირესობების, დევნილთა, მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის კუთხით.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)