თბილისს აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები სტუმრობენ
დღეს თბილისს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკის, ენერგეტიკის და ბიზნესის საკითხებში დენ სალივანი და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ევროპის საკითხებში პოლ დაიკი ეწვივნენ.
საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დენ სალივანი და პოლ დაიკი შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან.
მხარეები იმსჯელებენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, ბიზნეს გარემოსა და უცხოური ინვესტიციების საკითხებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)