სააკაშვილი მიესალმა დანაშაულის დონის ”მნიშვნელოვან შემცირებას”

პრეზიდენტი სააკაშვილი 13 თებერვალს მიესალმა პოლიციის ძალისხმევას, რამაც ქვეყანაში დანაშაულის დონის ”მნიშვნელოვანი შემცირება” განაპირობა.


”დანაშაულის დონე საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, თუ ვარდების რევოლუციამდე დღეში მანქანების ქურდობის 16 შემთხვევა ფიქსირდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი შემცირდა 1 ან 2-მდე თვეში. ეს ნიშნავს, რომ მანქანების ქურდობა, როგორც დანაშაულის ტიპი, ფაქტიურად აღარ არსებობს და იგივე შეეხება დანაშაულის სხვა ტიპებსაც”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მან ეს განცხადება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ლაბორატორიაში სტუმრობისას გააკეთა. ლაბორატორია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვითი ბიუროს დახმარებით აღიჭურვა.


ეს ერთადერთი ლაბორატორიაა კავკასიაში, სადაც შესაძლებელია დნმ-ის ანალიზის გაკეთება. ლაბორატორიის სასამართლო ექსპერტიზის და ანალიზის სფეროში ასევე შედის: ნარკოტიკების ტესტირება, ბენზინის ტესტირება, ანაბეჭდების დადგენა, ყალბი ვალუტა, გაყალბებული დოკუმენტები.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)