ბეჟუაშვილი ბრატისლავაში სლოვაკელ კოლეგას შეხვდა

13 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პირველად სტუმრობდა სლოვაკეთის რესპუბლიკას, შეხვედრა გამართა სლოვაკელ კოლეგასთან იან კუბიშთან.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და  ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივები, კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და შეთანხმდნენ  ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.


”სლოვაკეთის მხარემ გამოხატა სრული მხარდაჭერა ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით”, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)