ნოღაიდელი ნატოში ინტეგრაციის მიზნით ინტენსიური მუშაობისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ”ძალიან ინტენსიურად” უნდა იმუშავოს ნატოსთან ინტენსიური დიალოგის ფარგლებში რეფორმების გასატარებლად და ”ძალიან მალე წევრობის გეგმის (MAP) ფარგლებში”.
”დასახელდა ნატოს შემდგომი გაფართოების თარიღი – 2009 წელი, შესაბამისად ჩვენ ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს ნატოში ინტეგრაციაზე”, – განაცხადა ნოღაიდელმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 10 თებერვალს მიუნჰენის კონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება 2009 წელს იგეგმება და აღნიშნა ”ჩვენ დავუახლოვდით იმ ეტაპს, როდესაც მოხდება უკრაინის და საქართველოს ამბიციების დაფასება”.
თბილისმა სხეფერის ეს განცხადება შეფასა, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების თარიღის გამოცხადება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)