დეპუტატი პარლამენტიდან ბიზნესში ბრუნდება

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ცქიტიშვილმა პარლამენტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მან შესაბამისი თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს 8 თებერვალს მიმართა. 


”ალბათ იცით, რომ მე პარლამენტში მოვედი ბიზნესიდან, მე ვბრუნდები ისევ ბიზნესში… პარლამენტში ჩემი თავი ამოვწურე და ახლა ვეცდები ვიზრუნო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაზე”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, იგი მმართველი პარტიის წევრად რჩება.


ცქიტიშვილი 1995 წლამდე რძის პროდუქტების მწარმოებელი სააქციო საზოგადოება “ამალთეას” გენერალური დირექტორი იყო. 1995 წლიდან ბოლო სამი მოწვევის პარლამენტის წევრია.


ეს ბიზნესში დეპუტატის ნებაყოფლობით დაბრუნების პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი გადაწყვეტილება კომპანია ”ყაზბეგის” მფლობელმა გოგი თოფაძემ 2004 წლის მაისში მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)