ზუგდიდის სასამართლომ ფრიდონ ჩაკაბერიას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსს ფრიდონ ჩაკაბერიას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ”ჰეროინის” შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მსჯავრდებულის ადვოკატი ზუგდიდის სასამართლოს განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.


ჩაკაბერია ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის დეკემბერში ზუგდიდში დააპატიმრეს. მას ნარკოტიკებთან ერთად ავტომანქანაში ასევე აღმოაჩნდა უცხოური წარმოების ლითონის საჭრელი დანადგარი.


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩაკაბერიას დაკავება დაგმო, როგორც  გალის რაიონის “ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების“ მცდელობა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)