კოკოითი მოსკოვს სტუმრობს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, 16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა. 


”სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სუსტად ექვემდებარება, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობას ამწვავებს… საქართველო დაქირავებულ მებრძოლებსაც იყენებს პროვოკაციებისთვის”, – განაცხადა კოკოითმა.


პრესკონფერენცია მოსკოვში რუსული გაზეთის ”როსიისკაია გაზეტას” ოფისში გაიმართა.


მოსკოვში ასევე იმყოფებიან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრები, მურატ ჯიოევი და სერგეი შამბა. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)