ანთაძე ცხინვალში იმყოფება

დღეს ცხინვალს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე ესტუმრა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ბორის ჩოჩიევთან შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეთა არაოფიციალური შეხვედრის საკითხი განიხილა, რომელიც 28 თებერვალს-2 მარტს სტამბოლში იგეგმება. 


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სტამბოლის შეხვედრა არაოფიციალურ დონეზე უკვე შეთანხმებულია, თუმცა დასადგენია გარკვეული დეტალები.


მერაბ ანთაძე ცხინვალში ასევე შეხვდა შერეული სამშვიდობო ბატალიონის სარდალს მარატ კულახმეტოვს და ქართული ბატალიონის მეთაურს მამუკა ყურაშვილს, რომლის დროსაც რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)