ბეჟუაშვილი: სამშვიდობო ოპერაციის შეცვლა ”ადვილი არაა, თუმცა რეალისტურია”
აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მზად არის თავისი სამშვიდობოები საქართველოს კონფლიქტურ ზონებში გამოაგზავნოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გახდება შესაძლებელი ახალი სამშვიდობო მისიის განხორციელება, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს 21 თებერვალს.
”ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი საერთაშორისო ორგანიზაცია აიღებს თავის თავზე ამ [სამშვიდობო] მანდატს. არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც გამოხატეს მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ [სამშვიდობო ოპერაციებში], მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და უკრაინა; მაგრამ მნიშვნელოვანია, რომელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ამ მისიას”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში არსებული რუსული სამშვიდობო ოპერაციების შეცვლა საერთაშორისო ოპერაციით ”ადვილი ამოცანა არ არის”.
”რადგანაც არსებობს გარკვეული ქვეყნების გარკვეული ინტერესები საერთაშორისო ორგანიზაციებში. თუმცა, ეს არც არარეალისტურია”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)