სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს 7 მლნ ლარი მოხმარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განკარგულებით დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანობაში 7 მლნ ლარი გამოიყო.


22 თებერვლის განკარგულების მიხედვით, 1 მლნ 845 ათასი ლარი დიდი ლიახვის ხეობის სოფლების თამარაშენის აჩაბეთის, ქურთას, ხეითის, ძარწემის, ქემერტის გაზიფიცირებას მოხმარდება, 1 მლნ 405 ათასი ლარი პატარა ლიახვის ხეობის სოფლების ერედვის, არგვიცის, ფრისის, ქსუისის, ზარდიაანთკარის, დისევის გაზიფიცირებას, ხოლო 700 ათასი ლარი ფრონეს ხეობის სოფლების ავნევისა და ნულის გაზიფიცირებას.


1 მლნ 050 ათასი ლარი დიდი ლიახვის ხეობაში კეხვი-თამარაშენის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის, 1 მლნ ლარი კი დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში გარე განათებისთვის, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენში ატრაქციონისა და სპორტდარბაზის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ფართობის შეძენისა და მოწყობისათვის არის გათვალისწინებული.


1 მლნ ლარი დაიხარჯება ასევე დიდი ლიახვის ხეობაში სპორტული დარბაზის მშენებლობისათვის, რეგიონის სოფლებში ექვსი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოსაწყობად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)