პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

27-28 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა, რომელიც შეხვედრებს გამართავს ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან.


პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები 27 თებერვალს ხელს მოაწერენ მემორანდუმს სამინისტროებს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)