უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო საქართველოში ორდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
უკრაინის დელეგაციის ვიზიტის დროს ორი მთავრობის წარმომადგენლები ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებებს ღვინის, ალკოჰოლური სასმელების და მინერალური წყლების გეოგრაფიული სახელების დაცვის შესახებ და უკრაინის ქერჩის პორტსა და საქართველოს ბათუმისა და ფოთის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის ერთობლივი ექსპლოატაციის პირობების თაობაზე.
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები თბილისში უკრაინელი პოეტის ტარას შევჩენკოს მონუმენტს და უკრაინულ სკოლას გახსნიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)