ნატო გმობს აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს

ნატო არ აღიარებს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ჩატარებულ ”ე.წ. არჩევნებს”, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 5 მარტს.


”როგორც უკვე განვაცხადე ადრე წინა ე.წ. ”რეფერენდუმის” და ”არჩევნების” დროს, მათ რაიმე მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგანაც, როგორც იცით, საქართველოს შემთხვევაში ნატოს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა სხეფერმა ბრიუსელში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაგმეს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 4 მარტის საპარლამენტო და 11 თებერვალს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)