სააკაშვილი მიესალმება გამოხმაურებებს აფხაზეთის არჩევნების თაობაზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მარტს განაცხადა, რომ ”აფხაზ სეპარატისტებს აღარ უნდა ჰქონდეთ ილუზია” შესაძლო საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გაკეთდა ”ზვავი  განცხადებებისა” 4 მარტის საპარლამენტო არჩევნების დაგმობის თაობაზე.


”სეპარატისტებს ეგონათ, რომ რამდენიმე სპექტაკლს დავდგავთ და თანდათან ყველა შეეჩვევაო. არასოდეს ამ წლების განმავლობაში არ ყოფილა ასეთი ზვავი განცხადებებისა, სადაც დაგმობილია აფხაზეთის არჩევნები და სერიოზული ყურადღებაა გამახვილებული დევნილებზე; ასეთი რეაქცია ადრე არასოდეს არ ყოფილა”, – განუცხადა სააკაშვილმა ტოკიოში ქართველ ჟურნალისტებს.


”ამდენი ხანია ვიძახით, რომ მთავარი პრობლემა იქ არის, რომ ხალხს არ აბრუნებენ სახლში. თუმცა, არავინ არ აქცევდა ამას ყურადღებას წლების მანძილზე”, – დასძინა მან.


ევროკავშირმა, ნატომ, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, სუამის წევრმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ დაგმეს აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნები. თუმცა, მოსკოვმა განაცხადა, რომ ის ”პატივს სცემს” ამ არჩევნებს, როგორც ”იმ დემოკრატიული ტენდენციის გაგრძელებას”, რომელიც 11 თებერვლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლინდა თვითგამოცხადებულ რეგიონში.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)