აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის მოადგილე საქართველოს ეწვევა
აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის მოადგილე კლეი სელი 15 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ოფიციალური პირი ასევე ეწვევა რუსეთს და უკრაინას.
აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ენერგომომარაგების და ენერგომომწოდებელთა დივერსიფიკაციის საკითხებს, რეგიონალური თანამშრომლობის გაფართოებას და საბაზრო გამჭირვალობისა და ინვესტირების ხელშეწყობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)