ვანო მერაბიშვილი გადადგომას არ აპირებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 16 მარტს განაცხადა, რომ ის არ აპირებს გადადგომას მიუხედავად ამაზე ოპოზიციის მოწოდებებისა.
”ჯერ კიდევ მაქვს დარჩენილი მთელი რიგი ამოცანები განსახორციელებელი, მხოლოდ მაშინ დავისვენებ, როდესაც ყველაფერს გავაკეთებ”, – განაცხადა მერაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მერაბიშვილი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის მთავარი სამიზნე სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის გახმაურებული მკვლელობების შემდეგ გახდა. მას ოპოზიციური პარტიები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ყოფილი თანამშრომლების მფარველობაში ადანაშაულებენ, რომლებიც სავარაუდოდ ამ მკვლელობებთან კავშირში არიან. ოპოზიცია ამაოდ ითხოვს მერაბიშვილის გადადგომას 2006 წლის დასაწყისიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)