ბაღაფში რუსეთს სტუმრობს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთში გაემგზავრა. მისი ვიზიტის მთავარი მიზანია აფხაზ და რუს ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 22 მარტს ასევე იტყობინება, რომ რუსეთის ბიზნეს-წრეებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება აფხაზეთში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)