ერაყში მორიგი ქართული კონტიგენტი გაემგზავრა
დღეს ერაყში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის 550 სამხედრო გაემგზავრა. ისინი ბაღდადში 7 თვის მანძილზე მყოფ პირველ მსუბუქ ბატალიონს ჩაანაცვლებენ.
ქართველი სამშვიდობოების ამოცანაა, ბაღდადში ქვეითთა პატრულირება, გზების უსაფრთხოების დაცვა და კონტრაქტორთა ესკორტირება.
9 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ერაყში თავისი სამხედროების ამჟამინდელი რაოდენობის 850 ჯარისკაცის 2000-მდე გაზრდას აპირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)