ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოდის
დღეს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის პრემიერ–მინისტრი კარიმ მასიმოვი ეწვევა, რომელიც ქართველ კოლეგასთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად სტუმრობდა ბაქოს, სადაც 4 აპრილს აზერბაიჯანულ მხარესთან სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
5 აპრილს დაგეგმილია კარიმ მასიმოვის შეხვედრა ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მოგვიანებით, დელეგაცია ფოთში დაათვალიერებს ფოთის საზღვაო პორტს, ქობულეთში – ყაზახურ საინვესტიციო ობიექტებს, ბათუმში კი – ნავთობტერმინალს, საზღვაო–სავაჭრო ნავსადგურს და ზღვისპირა პარკს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)