ბუშმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწერა ”ნატოს 2007 წლის თავისუფლების კონსოლიდაციის აქტს”, რომელიც ადასტურებს მხარდაჭერას ალიანსის შემდგომი გაფართოების მიმართ, იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური 10 აპრილს.
კანონის თანახმად, ალბანეთს, ხორვატიას, საქართველოს, მაკედონიას და უკრაინას ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება 1994 წლის ნატოში მონაწილეობის აქტის ფარგლებში. აქტი ასევე უზრუნველყოფს ამ ქვეყნებისთვის 2008 წელს სამხედრო დახმარების აღმოჩენას.
საქართველოს წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ მემორანდუმს 12 მარტს მოაწერეს ხელი; ხოლო 13 მარტს საქართველოს პარლამენტმა მემორანდუმის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)