ნატოს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის დაგეგმვის პროცესი განიხილეს
16 აპრილს ბრიუსელში ნატო-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის 26+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი განიხილეს, იტობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას მინისტრის მოადგილე, ბათუ ქუთელია ხელმძღვანელობდა. სხდომას კი ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალების დირექტორატის ხელმძღვანელი ფრენკ ბოლანდი თავმჯდომარეობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)