რუსეთმა გაზის მოწოდება განაახლა
დღეს რუსეთმა საქართველოსა და სომხეთს ბუნებრივი აირის მოწოდება აღუდგინა, იუწყება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
”გაზპრომმა” უკვე დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, რის გამოც საქართველოს და სომხეთს გაზის მოწოდება ორი დღით, 17 აპრილიდან შეუწყდა.
ორი დღის განმავლობაში საქართველო შაჰ-დენიზის საბადოდან იღებდა გაზრდილი მოცულობით 4 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, აღნიშნული მოცულობა 20 აპრილამდე შენარჩუნდება, შემდგომში კი ”შაჰ-დენიზის” გაზის მოცულობა1 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდება, როგორც აქამდე იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)