რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე იმსჯელეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 23 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდს შეხვდა და დსთ-ს გარშემო არსებული ვითარება განიხილა.
”მხარეებმა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)