ბეჟუაშვილი ბრიუსელში იმყოფება
27 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც 28-29 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ”ბრიუსელის ფორუმში” – გავლენიანი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაში.
საგარეო უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში მინისტრი შეხვდება ევროკომისარს საგარეო ურთიერთობებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიბალგს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)