პრემიერ-მინისტრი თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან კვირის ბოლოს დაბრუნდება. ამის შესახებ ”სივილ ჯორჯიას” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი გუშინ გამოწერეს ჰიუსტონის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოდან, სადაც 19 აპრილს წარმატებით ჩაუტარდა კარდიო ქირურგიული ოპერაცია. პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
სავარაუდოდ, პრემიერი მუშაობას უკვე მომავალი კვირიდან შეუდგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)