თბილისს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

10 მაისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის  პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი ჩამოდის, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.


11 მაისს მირეკ ტოპოლანეკი თავის ქართველ კოლეგას ზურაბ ნოღაიდელს შეხვდება.


ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და თბილისის მერს გიგი უგულავას.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)