პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
დღეს პარლამენტის შენობის წინ ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
სოციალური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ლეიბორისტების ძირითადი მოთხოვნა იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმება. ამის სადემონტრაციოდ აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის ფიტული დაწვეს.
აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდნენ.
აქციას შეუერთდნენ ასევე ”ქართული დასის”, ”ხალხის პარტიის”, მოძრაობის ”ჩვენ თვითონ” ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის წარმომადგენლები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)