ბაღაფში სოხუმში არნოს შეხვდა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 11 მაისს შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჟან არნოსთან.
აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდის ცნობით, კონფლიქტის მოგვარების საკითხების განხილვისას აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა კოდორის ხეობიდან ქართული დანაყოფების გაყვანა და გაეროს უშიშროების საბჭოს 13 აპრილის რეზოლუციის შესრულება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)