ფინანსთა მინისტრი დიმიტრი სანაკოევს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი 22 მაისს სოფელ ქურთაში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდა.


ალექსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტში დროებითი ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული 12 მილიონი ლარის ხარჯვის გეგმა.


სანაკოევის თქმით, დაფინანსების უმეტესი ნაწილი სარეაბილიტაციო პროექტებს მოხმარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)