აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე თბილისს სტუმრობს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ვუდი თბილისს ვიზიტით 27-29 მაისს სტუმრობს და შეხვედრებს გეგმავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკური განვითარების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ცნობით, ჯოზეფ ვუდი ასევე შეხვდება პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
შეხვედრებზე განიხილება საქართველოს წვლილი ერაყში მიმდინარე ოპერაციაში, აშშ-ს მხარდაჭერა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)