სააკაშვილი-პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილეს მხარეებმა
28 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს შეხვდა, სადაც 2007 წლის 10 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე, რომელიც რუსული მხარის ინიციატივით შედგა, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)