სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი გახდა
დღეიდან საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
ჩეჩელაშვილი ამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით იქნა დამტკიცებული, იტყობინება საგარეო უწყება.
ამავე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ნიკოლოზ ვაშაკიძემ დაიკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)