ცხინვალის რეგიონში დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლეს
6 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ სამი დღის წინ დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლეს.
ორმა მათგანმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ ცხინვალში დაკავების დროს ”კარგად” ეპყრობოდნენ.
ქართველი სამართალდამცავების განცხადებით, 2 ივნისს დაკავებული კიდევ ორი ქართველი კვლავ პატიმრობაში რჩება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივნისს განაცხადა, რომ ის ”შესაბამის ზომებს” მიიღებდა, თუ სამხრეთ ოსეთის მხარე ყველა ქართველ ”მძევალს” დაუყონებლივ არ გაათავისუფლებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)